|
2020-05-14 12:41:37, 2022 ნახვა
კომენტარი
თურნავა - საქართველო გახდება ერთ-ერთ პირველი, ვისაც მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს ადგილად, სადაც მათი ტურისტები ჩავლენ
საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი, ვისაც სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს მომავალში იმ მიმართულებად, სადაც მათი ტურისტები ჩამოვლენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, პრემიერ - მინისტრის დავალებით, მთელი მთავრობა და პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტრო, პერმანენტულ კომუნიკაციაშია კოლეგებთან. „სისტემატიური კომუნიკაცია მაქვს სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის, ტურიზმის მინისტრებთან, იმ უწყებებთან, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს, რომ შევიმუშაოთ უსაფრთხო კორიდორების წესები და ჩვენმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო შედეგი. კონკრეტულ ქვეყნებთან გვაქვს გარკვეული მიღწევები და მომავალში სულ უფრო მეტი ქვეყანა დაასახელებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც მათი ქვეყნის ტურისტები ჩავლენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ისრაელის სამთავრობო სტრუქტურებმა უკვე დაასახელეს საქართველო, როგორც ერთ-ერთი იმ უსაფრთხო ქვეყანათაგანი, სადაც შედარებით ნორმალური ეპიდსიტუაციიდან და მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ზომებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ მათი ტურისტები ჩავლენ. მინისტრის განცხადებით, მუშაობა გრძელდება სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის ევროპის, ბალტიისპირეთისა და რეგიონის ქვეყნებთან. ნათია თურნავას განმარტებით, ყოველივე აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, სულ მალე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე დასახელდება არა მხოლოდ ავიაკომპანიებიდან დასტური, არამედ კონკრეტული თარიღები. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, უკვე 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ დაადასტურდა პირველივე შესაძლებლობებისთანავე რეგულარული ფრენების აღდგენის მზადყოფნა. „ეს არის ორკომპონენტიანი ამოცანა. ერთი ეს არის პირდაპირი ფრენები და ავიაკომპანიები მზად არიან, ყველა უსაფრთხო წესების დაცვით ფრენების დაწყებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნების მთავრობებს შორის შეთანხმება. აქაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, თუ რა წესებით იფუნქციონირებს უსაფრთხო ტურიზმი და უსაფრთხო დერეფნები", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ყველა წინაპირობაა გააჩნია იმისთვის, რომ ნამდვილად ვიყოთ პირველი ქვეყანა, ვინც ყველა ამ უსაფრთხო კორიდორში მონაწილე იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ სამედიცინო გაიდლაინების და წესების დაცვით ისე, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სანიმუშოდ ვმართეთ. „ჩვენ გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი ანუ იგივე ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებთ ჩამოვა უცხოელი ტურისტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)