|
2020-05-13 11:40:15, 1459 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - თბილისსში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი კონკრეტული ადგილი გლდანი-ნაძალადევის რაიონში, შეშელიძის ქუჩაზე, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის და შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულია ასევე ძალიან ბევრი ობიექტი – სამრეცხაოები, კაფე-ბარები, რესტორნები და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეწყერსაშიში ზონა ქალაქში. პირველად აღნიშნულ ფერდზე მეწყერი გასული საუკუნის 90-იან წლებში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ამ ფერდის გაწყლოვანება. ფერდმა ჩამოშლა დაიწყო, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე იქ მომუშავე ადამიანებს. შესაბამისად, დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება, საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოეწყოს მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია, რაც გულისხმობს სამრიგად ხიმინჯოვან კედელს, რომელიც შეკრულია რკინა-ბეტონის ფილით. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც. საპროექტო დოკუმენტციაზე დაყრდნობით მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტილება, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელი პირობას წარმოადგენს“, – განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)