07:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-12 18:45:21, 1526 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, შეასრულონ შეთანხმება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს თავი დაანებოს მოსახლეობის მოტყუებას და ამასთან ერთად, შეთანხმების თანახმად, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მოვუწოდებთ ოპოზიციას თავი დაანებონ ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმიტომ, რომ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც არის წერილობითი და რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც გარკვევით წერია, რომ შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში წარმოადგენს 120/30 და ასევე მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. რა პროცესსაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის ოპონენტების მხრიდან სწორედ მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების შეურაცხყოფა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტების იმ განცხადებებსაც გამოეხმურა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში  პოლიტიკური პატიმრები არიან.„ის რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ფაქტი და იმ პირებს ვისაც ასახელებენ ჩვენი ოპონენტები, მათ უკან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას. თუ ვინმეს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ოპონენტების მხრიდან ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იგივეს გვთხოვენ ჩვენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეასრულონ შეთანხმება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.​





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics