|
2020-05-12 14:52:01, 1430 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის 1 ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებლებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიზელის საწვავის ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეძენის შეღავათით მსხვილი ფერმერებიც ისარგებელებენ. მისივე თქმით, მათთვის ლიმიტი 15 000 ლიტრი საწვავი იქნება. „საშუალოდ ფერმებს წლის განმავლობაში 1 ჰექტარზე სჭირდება დაახლოებით 150 ლიტრი საწვავი, ეს არის ძირითადად დიზელის საწვავი, რომელიც სხვადასხვა აგროტექნიკურ სამუშაოებში უნდა გამოიყენოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი მისთვის იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ფერმერებზე, არ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებზე, რომელთა ფართობიც შეიძლება 10 ჰექტრამდე იყოს, ჩვენ მსხვილ ფერმერებსაც, ასობით ჰექტარის მქონე ფერმერებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ამ შეღავათით ისარგებლონ, მაქსიმალური ლიმიტი მათთვის იქნება 15 000 ლიტრი საწვავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)