|
2020-05-10 18:49:40, 1480 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი არარსებულ ვაქცინაზე- ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება
თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ყველა ადამიანს დააძალებენ, ეს "ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება" - ამის შესახებ, კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას ქადაგების საპასუხოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკლესია, ზოგადად, მკურნალობისა და ვაქცინაციისადმი პოზიტიურადაა განწყობილი. "მეუფე საბამ თქვა, რომ თუ დააძალებენ ყველას, ეს იქნება ეშმაკისეული მოქმედებაო და მე ამას ვეთანხმები. თუ იძულებულს გახდიან ყველას, რაღაც მოქმედება შეასრულოს. ეს ნამდვილად ეშმაკისეულია. იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთო, ყოველგვარი ახსნის გარეშე, საყოველთაოდ, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებ ოღონდ თუ დამაძალებენ, არა. ზოგადად, ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისადმი არის პოზიტიური, ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური. ახალი ვაქცინა არ არსებობს და რა გითხრათ, რომ შეიქმნება, მერე ვნახოთ, რა არის. გაიაროს ამ ვაქცინამ გამოცდები და მერე ვისაუბროთ“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)