|
2020-05-09 11:00:52, 1394 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი - რუსეთის მიერ გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვა, აზიანებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას
„ომის ფერფლზე აღმოცენდა გაერო - ორგანიზაცია, რომლის წესდებაც საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანად წარმართვას, ძალის გამოყენების აკრძალვასა და მომავალში არაადამიანური სისასტიკეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე განაცხადა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს მიეძღვნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს ოჯახის წევრობა საქართველოსთვის მოსაპოვებელ გამარჯვებად იქცა, ვინაიდან ქვეყანა 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა. ზალკალიანის თქმით, საქართველოს სრულად აქვს გათავისებული გაეროს ძირითადი მიზნები და პრინციპები და დღეს ის ძალღონეს არ იშურებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. „მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული პოლიტიკისა, რუსეთის მოქმედების ტაქტიკა არ იცვლება და ის საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად აქტიურ ნაბიჯებს დგამს, კერძოდ, სისტემატიურად არღვევს საერთაშორისო წესრიგის მთავარ პრინციპებს, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ქვეყნების მიერ თავიანთი მომავლის თავისუფლად არჩევის პრინციპებს“, - განაცხადა მინისტრმა. ზალკალიანის თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზანი უცვლელია: ხელი შეუშალოს ევროპულ ქვეყნებს თავიანთი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, რის დასტურსაც რეგიონში საქართველოსა და უკრაინის მაგალითები წარმოადგენს. მისივე განცხადებით, გლობალური პანდემიის პირობებშიც კი, რუსეთი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსების უკანონო პროცესს განაგრძობს, რაც საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რეგიონებში საოკუპაციო ძალების ყოფნა მძიმედ აისახება ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ძირითად სერვისებზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებაზეც კი. „აღნიშნულ ფონზე, გაეროს ქარტიის პრინციპების უხეშ დარღვევებზე თვალის დახუჭვა აზიანებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალში სასტიკი ქმედებების თავიდან აცილების პერსპექტივას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, მაშინ როდესაც საქართველო პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას და ამაოდ ელის რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯის გადადგმას, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა მოსთხოვოს რუსეთს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით გაეროს მხრიდან 75 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი კონფლიქტები. „სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია გავაძლიეროთ ძალისხმევა გაეროს ქარტიისა და მისი პრინციპების მიმართ ჩვენი ერთგულების განსამტკიცებლად“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)