10:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 15:11:21, 1400 ნახვა

კომენტარი
კალაძე სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნაზე - ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს

„ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას.

მისი თქმით, ეს თანამდებობაც, რომელსაც კალაძე მოგონილ თანამდებობას უწოდებს, გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს მმართველ გუნდში.

„პირველ რიგში რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისათვის და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად გამწესებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს თანამდებობაც, მოგონილი თანამდებობა, რომლიც იქნება შეთავაზებული, გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიონი ქვეყანა და გადაწვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს ელჩი გამოიძახა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics