10:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-19 11:38:42, 459 ნახვა

საზოგადოება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ინიციატივით, მოსახლეობასთან ინტესიური შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, რეფორმის პროცესში ჩართული მხრეები -სამინისტროს, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტის-IDFI წარმომადგენლები მარნეულში იმყოფებოდნენ. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ქვემო ქართლი მე-7 რეგიონია, სადაც ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება. 

უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რეფორმის პროცესში ჩართულმა მხრეებმა,მოწვეულ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მნიშვნელობისა და უპირატესობის შესახებ.აღინიშნა, რომ ცვლილება ეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს. მაუწყებლობის ახალი ფორმატის მისაღებადსაჭიროა DVB-T2 სტანდარტის ტელევიზორი. სხვა შემთხვევაში დაგჭირდებათ ციფრული სიგნალის მიმღები ინდივიდუალური ხელსაწყო - სეთ-თოფ ბოქსი. ციფრული სიგნალის გარანტირებულად მისაღებად რეკომენდებულია შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრულიანტენა, ცალკეულ შემთხვევებში კი შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც. ციფრულ მაუწყებლობაზეგადასვლის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში გამართული შეხვედრის დასასრულს, რეფორმისპროცესში ჩართულმა მხარეებმა მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics