|
2015-01-27 11:59:05, 2373 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რადიკალი მემარცხენე ალექსის ციპრასი გახდა
საბერძნეთის რადიკალ მემარცხენეთა ლიდერი ალექსის ციპრასი საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ფიცის დადების ცერემონია ქვეყნის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასიც ესწრებოდა. საბერძნეთის შსს-ს ბოლო მონაცემებით, 25 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე დათვლილია ბიულეტენების 100 %. ხმების 36,34 % პარტია "სირიზამ" მიიღო, რის შედეგადაც, ქვეყნის პარლამენტში 300-დან 149 ადგილი ერგო. მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიამ "ახალი დემოკრატია" ხმათა 27,81 % (76 ადგილი) დააგროვა. მესამე ადგილზე 6,28 %-ით (17 ადგილი) ულტრამემარჯვენე პარტია "ოქროს განთიადი" გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)