10:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-07 15:51:41, 1215 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - 15 ივნისს ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება

 15 ივნისს ტურისტული სექტორი შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია ტურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც  აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

„ტურიზმის ამოქმედების მეორე ეტაპზე, 15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის  ბაზრის გახსნა მოხდება. ამ დროისათვის, ჩვენ უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და ასევე იმუშავებენ საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურისტი უკვე შეძლებს, ესტუმროს საქართველოში მდებარე სასტუმროებს, რომლებიც  აღჭურვილი და გადაწყობილი იქნება უსაფრთხოების წესების შესაბამისად", - განაცხადა ნათია თურნავამ.

გეგმის წარდგენა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სექტორის დახმარების ახალი ეტაპის შესახებ დეტალურად ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics