|
2020-05-06 15:19:15, 1398 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - „ფეისბუქის“ განცხადებაში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა ნახსენები და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“
„ფეისბუქის“ განცხადებაში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური პარტია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყალბი ანგარიშების სამიზნე ეკლესია და სახელისუფლებო ინსტიტუტები იყო. „ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის მათ შორის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოც. ქსელების გამოყენება დეზინფორმაციის და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული პიარ კონსულტანტ შკლიაროვთან. გახსოვთ ალბათ რუსი პიარშიკი, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოც. ქსელების მეშვეობით მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია. სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც „ფეისბუქ“ სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად „ფეისბუქმა“ გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა საიდან იღებს ეს ყველაფერი სათავეს. მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია „ფეისბუქის“ სხვადასხვა ყალბი გვერდების და ანგარიშების ახსნაზე სხვადასხვა მიმართულებით და რაც მთავარია, მასში საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. „ფეიქბუქის“ განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოაგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, Facebook-მა გუშინ 5 მაისს, „ქართული ოცნების“ პიარ კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი „ესპერსონა“ და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა. ამასთან, Facebook-მა გააუქმა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული. ჯამში, სოციალური ქსელის გიგანტმა „ესპერსონასთან“ დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)