05:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 17:25:36, 1392 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, სამღერეთის ქუჩა N5-ში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 850 კვ.მ ფართობზე სრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ფილები, ბორდიური, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ბალახის საფარი. ასევე, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. მოეწყობა ფანჩატური, დამცავი მოაჯირი და საპარკე ინფრასტრუქტურა.

მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად დაათვალიერა.

„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ლოტკინის მოსახლეობისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო გამწვანებული ადგილია, თუმცა ამ ტერიტორიაზე არ არსებობდა კეთილმოწყობილი სკვერი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე ექნებათ. ასევე, ბავშვებისთვის გასართობი ზონაც მოეწყობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

სამღერეთის ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 156 000-მდე ლარი გამოყო.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics