07:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 15:12:12, 1502 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა, შეზღუდვები ჯერ კიდევ გუშინწინ იყო გასაუქმებელი

„საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება იქნება სრული კატასტროფა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ეკონომიკის სწრაფი გახსნა.

შესაძლოა, საგანგებო რეჟიმის მხოლოდ გარკვეული კომპონენტების, მაგალითად უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეების თვითიზოლაციაში ყოფნის შენარჩუნება იყოს რაციონალური, დანარჩენი შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი, 22 მაისამდე უნდა გაუქმდეს.

„დღევანდელ რეჟიმშიც კი ძალიან სწრაფად უნდა გადაიდგას ეკონომიკის გახსნის და აბსურდული რეგულაციების მოხსნის ნაბიჯები. ამისი დისკრეცია აქვს მთავრობას, გახარიას, ანუ ივანიშვილის გარემოცვას, ივანიშვილის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება კომენდანტის საათს, დროში შეზღუდვა და მანქანებზე შეზღუდვა, პირიქით, მეტ ფიზიკურ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, გასაუქმებელია კომენდანტის საათიც, რადგან დროში შეზღუდვა მეტ კონტაქტს იწვევს ადამიანებს შორის.

„რაღაც საღი აზრი ხო უნდა იყოს?! 9 საათამდე ვერ შეიკრიბება ხალხი საქეიფოდ თუ უნდა!? იქამდე ვერ გამონახავენ დროს?! ყველგან დადიან უფრო შევიწროებული დროის განმავლობაში და ეს პირიქით, ცუდ როლს თამაშობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობა რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის შიგნით და გარეთ იყენებს ივანიშვილის პიროვნების კულტის შესაქმნელად და თვითშექებისთვის, კომიკური და სამარცხვინო ფორმით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics