05:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-05 10:05:14, 1300 ნახვა

საზოგადოება
სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიებს მუშაობის განახლების უფლება მიეცათ

დღეიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები მუშაობის განახლებას შეძლებენ.

შესაბამისი განცხადება გუშინ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.

მისი თქმით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო კორონავირუსზე ყოველდღიურ შემოწმებებს კვლავ გააგრძელებენ.

„მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიებმა და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებულნი  სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას ხვალიდან. თუმცა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შემოწმებები, რომლებსაც ახორციელებს სპეციალური ჩამოყალიბებული გუნდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს. მინდა თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, რომ პასუხისმგებლობით მოეპყრნონ მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, - განცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics