20:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 15:55:15, 1631 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ჟანივრში სოციალური აქცია გამართა

სოციალური აქციის ფარგლებში, დღეს  შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ჟანივრში  მელიქაძეების  11 სულიან ოჯახს სტუმრობდა და  მათი სოციალური მდგომარეობით დაინტერესდა.  პირველადი მოხმარების პროდუქტები, სხვადსხვა საჭიროებების ნივთები,პატარებს კი საჩუქრები მიუტანა და მისი მოულოდნელი სტუმრობით ოჯახი გაახარა.

რევაზ და ფირუზ მელიქაძეები ერთ სახლში, მეუღლეებთან, შვილებთან და შშმ უხუცეს წევრთან ერთად ცხოვრობენ. ოჯახში 5 მცირეწლოვანი  ბავშვია. 7 წლის ნიკა პირველი კლასის მოსწავლეა,  უმცროსები კი  ხაბელაშვილების ბაგა-ბაღის აღსაზრდელები არიან. გასულ წელს უმცროს ძმამ, მერიის მიზნობრივი სოციალური პროგრამით ისარგებლა და ახალი ხის სახლი შეიძინა, მალე ოჯახი ახალ მოსახლეობას იზეიმებს.

,,ახალი კორონავირუსის აღმოჩენის პირველივე დღიდან ჩართულები ვართ პრევენციულ ღონისძიებებში. მაქსიმალურს, ვაკეთებთ რათა ყველა საჭიროების მქონე ოჯახში მივიდეს პირველადი მოხმარების  პროდუტები. ვეხმარებით შეჭირვებულ ოჯახებს ასევე  ცხელ ხაზზე შემოსული ზარების და ფეისბუქზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დღეს მერიისა და ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ჩართულობით კიდევ ერთი მრავალსულიანი ოჯახი გავახარეთ. მივუტანეთ პირველადი მოხმარების საჭიროებები, მათ შორის ბავშვები ვუზრუნველვყავით ინტერნეტით, რათა შეძლონ ონალინ სწავლებაში ჩართვა“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მელიქაძეების  ოჯახის წევრებმა ფრიდონ ფუტკარაძეს  ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics