13:52 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 13:41:57, 1258 ნახვა

კომენტარი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხოლო დღეს სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით კლინიკაში 2 ინფიცირებული გადაიყვანეს, ხოლო ერთი მძმე პაციენტი მკურნალობს პნევმონიით და სუნთქვის უკმარისობით.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს დილით 3 პაციენტი გაწერეს და ხვალისთვის 5 პაციენტის გაწერას გეგმავენ.

„38 პაციენტი დადასტურებული კოვიდ იფექციით მკურნალობს ჩვენთან, უკვე აიწყო გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერაც. დღეს დილით სამმა გაჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა და რესტესტირების რეჟიმშია კიდევ რამდენიმე და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხვალ კიდევ 5 პაციენტს გავწერთ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რამდენიმეს პნევმონია აქვთ დადგენილი და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმ თვალსაზრისით, რომ არ საჭიროებენ მართვით სუნთქვას ჩვენ ამას ძალიან ხშირად ვაქცენტირებთ, მაგრამ ეს ძალიან კარგია პროგნოზის თვალსაზრისით.

დღეს კიდევ 15-მდე ცხელების ცენტრის პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და ასევე დავამთავრებთ მედ პრესონალის ტესტირებას.

დღეს მივიღეთ მძიმე პაციენტი, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა, სიყვითლე და პნევმონია დაუფიქსირდა. ჩვენ დავიწყეთ მისი მკურნალობა ასევე ქირურგებიც ჩაერთვნენ მის მკურნალობაში. გაკეთდება შესაბამისი გამოკვლევები და სამედიცინო მანიპულაციები", - განაცხადა ლევან გოფოძემ





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics