06:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 13:15:08, 1633 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია, ცარიელია და ადევს დიდი ბოქლომი

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტის ხელმძღვანელობას მიმართავს და მოუწოდებს პარლამენტმა მუშაობა განაახლოს.

მისი თქმით, პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაში იმყოფება. 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც არის ცარიელი და რომელსაც, დიდი ბოქლომი ადევს. დღეს, როცა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარლამენტი განსაკუთრებით დატვირთვით უნდა მუშაობდეს და იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით, ათასი ჩვენი მოქალაქისთვის მხარდაჭერის გეგმა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტი ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული. საგანგებო მდგომაროებამ ქვეყნის წინაშე უამრავი პრობლემა წარმოშვა, შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა, მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას მოქალაქეს, რომლებიც დარჩნენ უმუშევარი და გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics