05:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 12:27:30, 1417 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით ამუშავდება

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით ამუშავდება.

მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში მსურველებმა my.gov.ge-ს გამოყენებით სასურველი ვიზიტი უნდა დაჯავშნონ.

„გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, თუმცა ვიმუშავებთ ახალი პრინციპით. რაც ნიშნავს შემდეგს: იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან კიდევ დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭირო იქნება მოქალაქის პორტალის, my.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს. ამავე გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხდება ვერცერთი მოქალაქე და ჯავშნის ელექტრონული სისტემა მოქმედებს ამ წუთიდან. შესაბამისად, თქვენ უკვე დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ხვალ დილიდან თქვენთვის სასურველ დღეს და დროს ვიზიტი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics