|
2020-05-04 11:19:12, 1159 ნახვა
კომენტარი
გახარია - ვიბრძვით ორ ფრონტზე და მეორე ფრონტის, ეკონომიკური აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ ადგილზე
„ვიბრძვით ორ ფრონტზე და მეორე ფრონტის, ეკონომიკური აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორიგ გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენის საკითხდი დროში აღარ უნდა გაიწელოს. „ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეორე ფრონტის, ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში. ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური და პრობლემური, მისი მოგვარება უკვე დროში აღარ უნდა გადაიდოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტო გასცემს, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე გაგვიჭირდება საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის შესრულება შეგვიძლია უფრო ადრე ეტაპზე დავიწყოთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ეს შეღავათი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, მუშაობს მაშინ ,როცა თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება საკითხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)