05:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 09:52:43, 1313 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საელჩო იტალიაში - ხელმისაწვდომია ავტოსერთიფიკატის ახალი მოდული, რომელიც დღეიდან აუცილებელია გადაადგილებისას

საქართველოს საელჩო იტალიაში მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

საელჩო განცხადებაში მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საჭირო ავტოსერტიფიკატის შესახებ ინფორმაციას აცნობს.

„ხელმისაწვდომია ავტოსერთიფიკატის ახალი მოდული, რომელიც ხვალიდან აუცილებელია გადაადგილებისას! წინა მოდულის გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ გადახაზავთ უკვე არააქტუალურ პუნქტებს!

ავტოსერთიფიკატის ჩამოტვირთვა და ამობეჭდვა შეგიძლიათ აქ (იხ. ბმული).

შეგიძლიათ მოიკითხოთ ტაბაკერიებში.

ავტოსერთიფიკატის მოდულს, მისი არქონის შემთხვევაში, შემოწმების მომენტში ადგილზე შეგავსებინებთ პოლიციის აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ავტოსერთიფიკატი აუცილებელია იტალიის ტერიტორიაზე ნებისმიერი გადაადგილების დროს, გარდა: სამსახურში წასვლის დროს (აქ უნდა წარადგინოთ სამუშაო ადგილის საშვი ან დამსაქმებლის წერილი), სპორტული აქტივობის და პარკში სეირნობისას“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics