06:36 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-01 12:41:50, 1435 ნახვა

საზოგადოება
შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, სამოქალაქო რეისები შეასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად, სამოქალაქო რეისები შეასრულა.

ვერტმფრენმა ალვანი-ომალოს მიმართულებით იფრინა და თუშეთის რამდენიმე სოფლის მკვიდრს ტრანსპორტირებაში, ასევე, საჭირო პროდუქტებისა და ნივთების გადაზიდვაში დაეხმარა. გარდა ამისა, სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით მესაზღვრეთა როტაცია განხორციელდა.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics