|
2020-05-01 10:40:40, 12615 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 27 ახალი ინფიცირებულიდან ოთხის დაინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს
27 ახალი ინფიცირებულიდან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო, ერთი - თეთრი წყაროს, ორი - მარნეულის და 4 არის საკარანტინე სივრციდან, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაიას განცხადებით, საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი 4 პაციენტის ინფიცირების წყაროს მოკვლევა კვლავ გრძელდება. „არის 27 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 566 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში დილის მონაცემებით. გამოჯანმრთელებული არის 184. ამ მონაცემების შეჯამებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 376 პაციენტი. ამ 27 პაციენტიდან 13 პაციენტი არის ბოლნისის წყარო. ერთი არის თეთრი წყარო, ორი არის მარნეული 4 არის საკარანტინე სივრციდან და დანარჩენის ინფიცირების წყაროს მოძიება მიმდინარეობს. ამ 27-დან არც ერთი არაა შემოყვანილი. გვყავდა 43 პაციენტი აქედან ორი გამოჯანმრთელდა და დაგვრჩა 41 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)