|
2020-04-30 17:10:31, 1221 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია
ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით 2019 წლის მონაცემებში ჩვენ მსოფლიოში შევინარჩუნეთ მაღალი, მე-5 პოზიცია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ გამოქვეყნებული შედეგების შეფასებისას, რომლის მიხედვით, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევის - 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგშია და მსოფლიოს 117 ქვეყანას შორის კვლავ მე-5 ადგილს იკავებს. „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის საბიუჯეტო გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ვინაიდან გამჭვირვალობა გვაძლევს სახელმწიფო ფინანსების უფრო ეფექტურად ხარჯვის საშუალებას. გამოქვეყნდა ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის და ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ფინანსდება. 2019 წლის მონაცემებში ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული ის მაღალი პოზიცია, რასაც ჰქვია მსოფლიოში მეხუთე ადგილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გაუმჯობესება გვაქვს, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველობის ნაწილში, ასევე მოსახლეობის ჩართულობის კუთხით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში არის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 14 ქულას შეადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს 28- ქულა, რაც 6 ქულით გაუმჯობესებაა. თუმცა, კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. USAID-ის დახმარებით, უკვე გავაკეთეთ ახალი პლატფორმა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და მისი განხილვების პროცესში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)