06:35 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 15:29:58, 1541 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია ჩაერთო.

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო და პროექტში ჩართულ კომპანიებს -   m2, შპს „ბლოქსი“, „კინგს გარდენი“, „თურმანიძე პლუსი“, „გადამზიდი“ და „სოლუშენ გრუპი“ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„დახმარებების მიმართულებით აქტიურობა გრძელდება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შპს „გადამზიდს“, „თურმანიძე პლუსს“,  „ბლოქსის“, „კინგს გარდენისა“ და  „სოლუშენ გრუპის“ წარმომადგენლებს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა კომპანია m2-ს, რადგან ისინი აღნიშნულ კამპანიაში უკვე მეორედ მონაწილეობენ. მადლობა ყველა ბიზნესკომპანიას და რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში არიან ჩართული, თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებენ იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დახმარების კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ 15 000-ზე მეტ ოჯახს გაეწია. პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და საკვებ პროდუქტებთან ერთად, მედიკამენტებსაც მოიცავს, მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ.  

მოხალისეობის მსურველები მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ბიზნესკომპანიებს კი, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics