|
2020-04-30 10:56:46, 7805 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია. მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ სამ პაციენტს კვლავ მძიმე პნევმონია აქვს. „4 ახალი პაციენტის მდგომარეობა, ჯერჯერობით საშუალო სიმძიმისაა. როგორც ჩემთვის ცნობილია, 22 ახალი შემთხვევიდან 1 არის მედპერსონალიდან ინფიცირებული. მედიკოსების ინფიცირების რიცხვი არ არის დიდი. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმას, რომ მედპერსონალი მეტ-ნაკლებად თავდაცვის საშუალებებს სწორად და ადეკვატურად იყენებს. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია. თუ დღეს, ეს ჩვენი პიკური მონაცემია, არ არის ცუდი. თუ ასე გაგრძლედება, შევინარჩუნებთ ზომიერ, კონტროლირებად მატებას, რაც მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას. ამ ეტაპზე ისევ 3 მძიმე პაციენტი გვყავს პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. ერთ-ერთი ასაკობრივად რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება, მეორესთან თანარსებული დაავადებაა დიაბეტის სახით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)