|
2020-04-30 10:38:46, 7499 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდ19-ით ინფიცირებულ ახალგაზრდა მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის ინფექციის მქონე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდა, გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „გუშინ, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა კოვიდ19-ის დიაგნოზი და მესამე კვირა მკურნალობდა კლინიკაში, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. კონკრეტულად, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია. ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო შეტევითი ხასიათის ტკივილები და ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, ამიტომ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა. მოგეხსენებათ, ორმხრივი პნევმონია, პერსონალის საკმაოდ ახლოს შეხება მაღალ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან, ეს სერიოზულ რისკებს წარმოადგენდა ოპერაციისთვის. საბედნიეროდ, ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა დაინფიცირებული პაციენტისთვის ოპერაციის ჩატარება. პაციენტი თავს კარგად გრძნობს. დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა," - განაცხადა სოლოღაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)