16:30 - 07 Jun, 2026
|
2020-04-29 11:42:02, 2335 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ჰყავთ, 3 პაციენტს კი გასაწერად ამზადებენ
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათ საავადმყოფოში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ მიუღიათ. მისი თქმით, სამ პაციენტთან კორონავირუსზე განმეორებით ჩატარებულმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი აჩვენა და სამივე მათგანი გასაწერად მზადდება. „გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა. ამჟამად, სტაციონარში 18 პაციენტი იმყოფება. ყველას მდგომარეობა შეიძლება ითქვას, რომ არის დამაკმაყოფილებელი. სამი პაციენტი მზადდება გასაწერად. გუშინ პირველი „პისიარები“ გაკეთდა და სამივეს პასუხი უარყოფითია“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)