07:50 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-28 11:29:02, 1558 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვიდასაქმებულები, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად დახმარებას მიიღებენ.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ტაქსის მძღოლები შესაბამის სმს შეტყობინებებს მიიღებენ.

„დახმარებებთან დაკავშირებით მინდა, ერთი სიახლე გავაჟღერო. ეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლებს ეხებათ. „ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, რა თქმა უნდა, მიიღებენ იმ დახმარებას, რომელზეც იყო საუბარი ბოლო ორი დღის განმავლობაში. თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა დამადასტურებელი ცნობები უნდა წარმოადგიონ, ეს ძალიან მარტივია, რაზეც ისაუბრეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გავუგზავნით სმს შეტყობინებას და ექნებათ სრული ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics