|
2020-04-28 10:41:50, 8219 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - 15 ახალი შემთხვევიდან, მხოლოდ ორი პაციენტის ინფიცირების წყაროა ჯერჯერობით დაუდგენელი
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 24 საათში 15 ახალი ინფიცირებული დაემატა. მისი თქმით, მათი ინფიცირების წყარო უკავშირდება ცნობილ კლასტერებს, ხოლო ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ინფიცირებულის წყაროა უცნობი. „დღეისთვის დაგვემატა 15 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 511 დადასტურებული შემთხვევა გვყავს ქვეყანაში. ამ 15 დადასტურებული შემთხვევიდან ძირითადი არის ცნობილი წყაროები, ესაა ბოლნისი, თეთრიწყარო, მარნეული და მხოლოდ ორი პაციენტი არის ისეთი, რომელთა წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 156-ს შეადგენს, ანუ ამჟამად კოვიდზე მკურნალობს 349 პაციენტი დღეს დილის მდგომარეობით. ამ 15-დან ჩვენთან არც ერთი არ შემოუყვანიათ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)