15:29 - 07 Jun, 2026
|
2020-04-27 12:49:43, 10910 ნახვა
ომი უკრაინაში
შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც რეხვიაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი ფაქტი გამოვლინდა ბოლნისშიც. „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაგვემატა ერთი დადასტურებული ფაქტი ინფექციის გავრცელების და ეს არის მერიის თანამშრომელი. დადგინდა კიდევ ერთი მატება ბოლნისის მუნიციპალიტეტში და ეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, რომელთა კავშირებიც შესწავლილია, თუმცა წინასწარ ვიცით, რომ ის 17 აპრილიდან უკვე იყო თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდა კომუნიკაცია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)