08:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-26 18:37:01, 2101 ნახვა

სამართალი
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს , - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ საქართველოში, გასული წლის მარტის თვეში, უკანონოდ ჰეროინი შემოიტანა, რომლის გატანასაც ევროპაში გეგმავდნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკი-ჰეროინი. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ამოღებულია 40 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მლნ. დოლარს აჭარბებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის ორმა მოქალაქემ, რომელთა დაკავების ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოში წინა წლის მარტის თვეში უკანონოდ გადმოზიდა მსუბუქ ავტომობილში, სპეციალურად გამზადებულ სამალავში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ბათუმში დროებით საცხოვრებელ ბინაში განათავსა, საიდანაც აორგანიზებდნენ ცენტრალურ ევროპაში მის გადაზიდვას. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, მიმდინარეობს სხვა პირების გამოვლენა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics