|
2020-04-26 16:55:03, 2020 ნახვა
კომენტარი
გიგი წერეთელი - ტესტირებაზე განცხადებები იწვევს ეჭვს, რომ სტატისტიკა რეალობისგან განსხვავდება
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი ტესტირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, აქტიურ ტესტირებასთან დაკავშირებით გაუგებრობები არ დასრულდა. „უკვე მოვისმინეთ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იმიტომაა, რომ მეტი ტესტირება ტარდება და თუ ასე აღარ იქნება, აღარც ციფრები გაგვეზრდება... არ მგონია, რამე აღმოჩენა იყოს ეს, მაგრამ ტესტირება ხომ იმიტომ გვჭირდება, რომ მეტი გამოვავლინოთ, დროზე ვიმოქმედოთ და საფრთხე შევამციროთ“,- წერს გიგი წერეთელი. დეპუტატის განცხადებით, საბედნიეროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა მისივე თქმით, არც მასობრივი ტესტირება გვაქვს და ამ ნაწილში არათუ ევროპას, არამედ ჩვენს რეგიონშიც ყველას ჩამოვრჩებით. „ამიტომ, სანამ ასეთი განცხადებები გაკეთდება, ბუნებრივად იქნება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება სტატისტიკის შელამაზება და რეალობა კი განსხვავებულია“, - წერს წერეთელი. დეპუტატისვე შეფასებით, გასაგებია, რომ ჯანდაცვის სისტემას სიმპტომებიანი პაციენტები ნაკლებად გაეპარება, მაგრამ რაც შეეხება უსიმპტომო ინფიცირებულებს, მხოლოდ მიზნობრივი, ლიმიტირებული ტესტირების პირობებში, დიდი ალბათობით, მათი რიცხვი ვერ დადგინდება და დაავადების გავრცელებას გაზრდის. „არც ისაა არგუმენტი, რომ "ყველას მაინც ვერ გავტესტავთ". რაც მეტს შევძლებთ, მით უკეთესი, უკეთ გვეცოდინება გავრცელებაც, კარანტინში თუ იზოლაციაშიც ნაკლებად გაიტანჯებიან ადამიანები და ეკონომიკაც უფრო სწრაფად ამოქმედდება. მითუმეტეს, ამ "დახმარების პროგრამით", რაც მთავრობამ გამოაცხადა, სახლში დარჩენილი ადამიანები დიდხანს ვერ გაძლებენ“, - წერს გიგი წერეთელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)