|
2020-04-25 21:11:34, 1895 ნახვა
კომენტარი
ბითაძე - გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება
გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არსებული შეზღუდვების პირობებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გამწვანების სამუშაოებს სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვით, შეფერხების გარეშე განაგრძობს; ხე-მცენარეების მასშტაბური რგვისა და სანიტარიული ჭრის პროცესი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ინტენსიურად მიმდინარეობს. მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქში, თბილისის გარემოსთან ადაპტირებული მერქნული მცენარეები ირგვება. „ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე ძალიან ლამაზად გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ის ეფექტი, რომელიც აღნიშნული გამწვანების სამუშაოებმა მოგვცა, იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვისში“ მუშაობენ და ამ შეზღუდვების პირობებში, ყოველდღიურ შრომას განაგრძობენ. ის სამუშაოები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ, ჩვენ კვლავ მოგვცემს შედეგს, როგორც წელს, ასევე მომავალში. სამუშაოები, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, დაახლოებით, 5 ჰა ფართობზე, ე.წ. ჟინვალის ფერდობზე განხორციელდა. ასევე, სამგორის რაიონში, უკვე დაირგო თბილისის გარემოსთან ადაპტირებული 200-მდე მერქნული მცენარე - ნეკერჩხალი, ნუში, აკაკი. სამუშაოები, ბუნებრივია, ხორციელდება სოციალური დისტანციის პრინციპების დაცვით, ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენებით. ეს ადამიანები ატარებენ გათიბვისა და ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ. თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში იმისთვის, რომ მომავალი თბილისი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება, მოვლილი და მეტად გამწვანებული იყოს. „აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში კვლავ გრძელდება სანიტარული ჭრები. ამ დროისთვის, უკვე მოჭრილია, დაახლოებით, 400-მდე ხე. ამჟამად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები ზოოპარკისა და ვერა-ვაკის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ. თბილისის მერია ინფრასტრუქტურულ და გამწვანების სამუშაოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ახორციელებს.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)