|
2020-04-25 19:35:53, 1661 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერი - უხილავ მტერთან ბრძოლაში წესების ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება გამარჯვების უპირობო საწინდარია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ გატარებულ ღონისძიებებს აცნობს. სოციალურ ქსელის საშუალებით, კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილეები ილია ელოშვილი, მაია ბითაძე და სოფიო ხუნწარია მიმართავენ. თბილისის მერმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების თანამშრომლებს, მედიკოსებს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „სამწუხაროდ, უკვე ჩვეულ ფორმატად იქცა ერთმანეთს შევხვდეთ ონლაინ და ვისაუბროთ მტერზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიო. ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, თუმცა როგორც ყველა ბრძოლას, ამ ბრძოლასაც გააჩნია თავისი წესები. მისი დაცვა, გათვალისწინება აუცილებლად ზედმიწევნით უნდა მოვახერხოთ, რაც გამარჯვების უპირობო საწინდარია. უკვე თვეზე მეტია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რამაც დარტყმა მიაყენა სხვადასხვა სექტორს და სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. ასე რომ, ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა დღეს ბევრი მიმართულებით გვიწევს და რომ არა იმ ადამიანების თავდადება, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი - გმირობა, რომლებიც ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ჩუმად, თავდაუზოგავად, დღეს ბევრად მძიმე შედეგები გვექნებოდა. პირველ რიგში, ეს ეხება მედიკოსებს, ეპიდემიოლოგებს, საპატრულო პოლიციის ბრიგადებს, მესაზღვრეებს. მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადმა საწყის ეტაპზევე დაიწყო იმისთვის, რომ ქვეყანა რთული მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო. „მადლობას ვუხდი „თბილსერვისისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომლებს ყოველდღიური, მძიმე, დატვირთული შრომისთვის; გამგეობების წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, მერიის უსაფრთხოების სამსახურს, მოხალისეებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, კერძო კომპანიებს და განსაკუთრებით თითოეულ იმ მოქალაქეს, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნია, ერთი ლარით მაინც დახმარებოდა გასაჭირში მყოფ ადამიანს. მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებო, იმ დიდი ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ამ დღეებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ. ამ განსაცდელმა აშკარად დაგვანახა, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სახელმწიფო კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. „გახსოვთ ალბათ, როგორ დავიწყეთ ახალი 2020 წელი - პრეზენტაციით თბილისის განვითარების სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვქონდა და გვაქვს მართლაც ამბიციური მიზნები ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ, რასაც აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში. მაგრამ, დღეს თბილისის მერიის გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანი მიმართულია ჩვენი მოქალაქეებისკენ - მარტოხელა მოხუცებისკენ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ, ბაღების აღსაზრდელებისკენ. ყველა ბრძოლას გამარჯვება მოყვება - ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ვიდრე ჩვენი შეხვედრის მთავარ თემებზე გადავალ, მინდა გახსოვდეთ, რომ ამ გამარჯვებაში სწორედ თქვენ გექნებათ მთავარი წვლილი. მესმის, რომ არ არის მარტივი არსებულ ვითრებაში ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)