2020-04-24 14:51:14, 1646 ნახვა
კომენტარი
კორონავირუსის გამო დაწესებული რა შეზღუდვები მოიხნება 27 აპრილიდან - პრემიერის განცხადება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაასახელა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მოიხსნება.
აღნიშნული პრემიერმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას დაასახელა.
„ორშაბათიდან, 27 აპრილიდან ვიწყებთ ღონისძიებების შემსუბუქების პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს, 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება, ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან