13:41 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 16:55:43, 2993 ნახვა

სამართალი
შსს-მ ზურაბ ჯაფარიძე და პოლიტიკური პარტია „გირჩის" 14 აქტივისტი, 3000 ლარით დააჯარიმა

შსს-მ ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტიის 14 აქტივისტი,  3000 ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მათივე ცნობით,  3 პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით აკრძალულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეკრება ან/და მანიფესტაცია.

საქართველოს კანონმდებლობით „შეკრება“ არის მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი  3000 ლარით დააჯარიმა, 3 პირი კი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, საქართველოს ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით“, - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიტიკური პარტია „გირჩმა“ იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics