09:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 13:43:07, 1449 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სრულ მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსები, როგორც მაღალი რისკის ზონებში მომუშავე პირები, პერიოდულად შესაბამის შემოწმებას გაივლიან.

ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 900-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგან გამოკვეთილია მხოლოდ 7 საეჭვო შემთხვევა, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს შეხება აქვს კოვიდ-19-ის, როგორც დადასტურებულ, ისე საეჭვო შემთხვევებთან. შესაბამისად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს ყველა თანამშრომლის შემოწმება. ჩვენს მედპერსონალს აქვს სრული პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, თუმცა აბსოლუტური პრევენციისთვის, ყველა ეკიპაჟის წევრი გაივლის შემოწმებას, რათა დაცული იყოს, როგორც თანამშრომელთა, ისე მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება“ - განცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ამ ეტაპზე, კოვიდ-19 დადასტურებული აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს, რომელთაგანაც 16 ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics