04:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 11:07:48, 2087 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე მთავრობის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰელისთან საუბარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

„მადლობას ვუხდი ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა.

განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის“,- წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics