16:08 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 21:09:12, 2068 ნახვა

რეგიონი
ქედაში მცხოვრებ მარტოხელა ხანდაზმულებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ

არასამთავრობო ორგანიზაცია დახმარების ეროვნულმა ფონდმა, მაკლეინის ასოციაცია საქართველოში მხარდაჭერით, ქედაში მცხოვრებ 60-70 წლამდე ასაკის 22 მარტოხელა ხანდაზმულს სააღდგომო საჩუქრები გადასცა.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასაჩუქარე ფუთებში გათვალისწინებული იყო ასევე, ჰიგიენური საშუალებები. საჩუქრები ,,შინ მოვლის პროგრამის" ბენეფიციარებს და აქციით მოსარგებლეებს, დღეს მოხალისეებთან ერთად, მერმა ლევან გორგილაძემ და მერის პირველმა მოადგილე როლანდ ბერიძემ გადასცეს.

,,აღდგომის დღესასწაული მივულოცეთ ჩვენს ბენეფიციარებს და მათ საჭიროებებს ადგილზე გავეცანით. მადლობა დახმარების ეროვნულ ფონდს, რომელთან ერთადაც უმნიშვნელოვანეს პროგრამას,,შინ მოვლას" ვახორციელებთ ქედაში და სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით კიდევ ერთხელ გაგვეხარებინა ჩვენი თანამოქალაქეები დღეს", - აღნიშნა ლევან გორგილაძემ.

#დარჩისახლში

#ძალაერთობაშია

#ჩვენერთადვებრძვითCOVID_19_ს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics