09:54 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 19:07:27, 1743 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი - პანდემიის შემდგომ ეკოლოგიურ საკითხებზე მეტი უნდა ვიფიქროთ

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისის მერის იდეას მიესალმება, რომ ქვეყნის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, შაბათ-კვირას კერძო ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალოს.

ამის შესახებ ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს.

„მე მივესალმებოდი მსგავს იდეებზე მსჯელობის გაგრძელებას. პანდემიის შემდგომ ეკოლოგიურ საკითხებზე მეტი თუ არ ვიფიქრეთ და ბევრი რამ არ შევცვალეთ ჩვენ ყოველდღიურობაში, მაშინ ვერაფერი გვისწავლია ამ მწარე გაკვეთილისგან“, - წერს ნინო ლომჯარია.

შეგახსნენებთ, რომ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული დადებითი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, შესაძლებელია, შაბათსა და კვირას მხოლოდ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს ქალაქში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics