10:49 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-19 15:51:39, 1711 ნახვა

საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია

ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალური სასაფლაო ჩაკეტილია. დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგიონში პოლიციასთან ერთად გზებზე სამხედროებიც დგანან. ჩაკეტილია სასაფლაოებამდე მისასვლელი გზებიც. 
იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ.
ამასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე მონიტორინგს პირადად ახორციელებს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინე პირობები მოქმედებს, დილიდან სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
ასევე თბილისის სასაფლაოების შესასვლელებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან განლაგებულნი. ანალოგიური ვითარებაა ვაკე-საბურთალოს გზაზეც. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული.

სამართალდამცავები ასევე მეორეხარისხოვან გზებსაც აკონტროლებენ, რომლებიც სასაფლაოებს უკავშირდება. ისინი ავტომობილებს არც ამ გზის მიმართულებით არ ატარებენ.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები დაწესდა. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics