09:34 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 20:12:09, 1623 ნახვა

სამართალი
ასადოვს სუსში ხვალ, 12 საათზე გამოკითხავენ

მირტაგი ასადოვის სუსში გამოკითხვის პროცესი დღეს ვერ შედგა, რადგან EMC-ის ადვოკატისთვის მარნეულში საშვის დაშვებასთან დაკავშირებით სირთულეები შეიქმნა. ასადოვის გამოკითხვა ხვალ, 12 საათზე ჩატარდება.

"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოკითხული ორი სხვა პირის განმარტებით, მათი გამოკითხვა მარნეულში ბოლო დღეებში ორგანიზებულ სოციალურ პროტესტს უკავშირდებოდა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი,ბოლო რამდნიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა საღამოს 9 საათზე 5 წუთის განმავლობაში, ქუჩაში გამოუსვლელად, მანქანების სიგნალებით აპროტესტებს მუნიციპალიტეტში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს. მათი პროტესტი სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკიდურესად დაბალ ფასებში ჩაბარების და მაღაზიებში პროდუქტების ფასების გაუმართლებელი და სპეკულაციური ზრდის პრაქტიკას უკავშირდება.

მირტაგი ასადოვი განმარტავს, რომ ის შეუერთდა ამ სოციალურ პროტესტს და თავისთავად ამ პროცესში დანაშაულის ნიშნების ამოკითხვა რთულია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აპრილს შეიხი მირტაგი ასადოვი და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს რამდენიმე დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. სუს-ის გამომძიებლის მიერ ჩვენთვის მოცემული განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) საფუძველზე მიმდინარეობს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას და რა თქმა უნდა, გაუგებარია როგორ ამოიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზემოხსენებულ საპროტესტო აქციაში საბოტაჟის დანაშულის ნიშნები", - განაცხადეს EMC-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics