00:55 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 12:58:26, 1915 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150 ლარიანი დახმარება ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად

„ევროპული საქარტველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას, რომელიც საშემოსავლოს იხდის, მთავრობა 6 თვის განმავლობაში 150 ლარიან დახმარებას გადასცემს.

ბაქრაძის თქმით, ეს დახმარება არაადეკვატურია, რადგან არ გულისხმობს იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

„სახელფასო დახმარების გაწევა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150 ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი,  საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი გახლავთ 199 ლარი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კონპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს მათ შორის თვითდასაქმებულებს, განსაკუთრეით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics