|
2020-04-13 17:28:13, 2557 ნახვა
ეკონომიკა
რომან კაკულია - ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისაღები საზოგადოებისათვის
„ხელისუფლება მთლიანად, მათ შორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გახდება პასუხისმგებელი იმაზე, რომ რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც აქცენტები გააკეთა კომიტეტის მიერ სამომავლოდ განსახილველ საკითხებზე მსოფლიოში კორონა-ვირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. მისი თქმით, არავინ არასოდეს იტყვის უარს სიტყვაზე, რომელსაც კონკურენტული უპირატესობა ჰქვია. „მოკლედ ვიტყვი, რას ეფუძნება სამომავლოდ ჩვენი ხედვა კომიტეტის პერსპექტივიდან, რა თქმა უნდა, როგორც ბატონმა არჩილმა თქვა, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით გაკეთდა ეკონომიკასთან დაკავშირებით და იყო ხოლმე ჩამოთვლილი ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა კონცენტრირდეს მსოფლიო, ბოლოს მთავრდებოდა ასეთი შეგონებით, რომ არ დაგავიწყდეთ, გამომწვევი ამ ყველაფრის არის კორონა ვირუსი, ანუ ის არის ნომერ ერთი პრობლემა. ცხადია, ჩვენ როდესაც დღევანდელ მოცემულობებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკის კომიტეტი ამ პერიოდში იყო იმ რეჟიმში, რომელშიც უნდა ყოფილიყო - ჩვენ ველოდებით იმ მთავარ ციფრს, რომლის გარეშეც რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩვენ ღიად ვერ ვისაუბრებთ, რადგან აქ არ შეიძლება ერთი აუწონავი ნაბიჯი იქნას გადადგმული. ამ ციფრში საგარეო დახმარებას მნიშვნელოვანი ნიშა უჭირავს“, - განაცხადა რონამ კაკულიამ. მისი თქმით, ყველა იძახის, რომ მთავარია ბალანსის დაჭერა და ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას ამ ბალანსზე. „ჩვენ მოვისმენთ ყველა იდეას და როგორც პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე, ამ ბალანსს შემდეგ, თანხის განაწილება 10-დან 7 სამზე იყოს თუ სხვა, ბიზნესის შემდგომი რეაბილიტაციისთვის და სოციალური მხარდაჭერისათვის, ეს ჩვენი გათვლის თემაა და ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას. ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და ოქტომბერში, არჩევნებზე, რომელიც იმედია თავის დროზე ჩატარდება, საზოგადოება შეაფასებს შემდეგ. გადაწყვეტილება რომ ჩვენი მისაღებია, ამას მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც მოწოდებით პოპულისტები არც არიან, მაგრამ შემოგვთავაზებენ პრობლემას, რომელსაც რეალურად ხედავენ. არავინ არასოდეს ვეღარ იტყვის უარს სიტყვაზე რომელსაც კონკურენტული უპირატესობა ჰქვია. თუმცა ამასთანავე ყველასთვის ნათელი ხდება, რომ ქვეყნის თვითუზრუნველყოფის თემაც გახდა აქტუალური. ამიტომ ამ ორი მოცემულობის შეფასება ერთმანეთთან, აქედან საერთო არითმეტიკულის გამოყვანაც არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ ამას წარმატებით გავაკეთებთ, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის ფორმატი, რომელსაც კომიტეტში უფრო გავაფართოვებთ მას შემდეგ, როგორც კი გამოჩნდება ციფრი, რომელიც განკუთვნილი იქნება რეაბილიტაციის ნაწილისთვის, ჩვენ გაცილებით აქტიურად ჩავერთვებით ამ თემაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დღეს, როდესაც ლაპარაკობენ, როგორი იქნება კორონას შემდეგ მსოფლიო, ყველა ამბობს ერთ რამეს - აღარ იარსებებს ამ ქვეყანაზე ადამიანი, რომელიც იქნება გულგრილი რესურსების განაწილების პრინციპებისადმი. „ამიტომ ჩვენი მთავრობისაც და ყველა სხვა მთავრობის პასუხისმგებლობა გახდება რესურსების განაწილება იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად ლოგიკური საზოგადოების დიდი ნაწილისათვის გასაგები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ და ამ პრინციპით წარმოდგება ის გეგმა რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ჩვენთან განსახილველი“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.
პატრიარქობის კანდიდატის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის პროგრამული ხედვა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალდება წარედგინა, მას 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება
გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯათ
ანტისემიტური და ნაცისტური განცხადებების მიუხედავად, Kanye West საქართველოში ჩამოდის - მსოფლიოში კი მისი კონცერტები უქმდება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)