02:10 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 12:45:43, 1462 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა

„ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა COVID 19-ის წინააღმდეგ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის დახმარება და მათზე ზრუნვაა“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „POSTV“-ის გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ვრცლად ისაუბრა და განმარტა, რომ ხელისუფლების წარმატება პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის - პარტია „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის იქ, სადაც სჭირდება ხალხს და ქვეყანას. ადამიანს, რომელმაც საკუთარი შემოსავლებიდან სამ მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო ჩვენი ქვეყნისთვის 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, სხვა მიზანი და განზრახვა გარდა იმისა, რომ იზრუნოს სახელმწიფოზე და ქვეყნის განვითარებაზე, არ აქვს! ეს არაერთგზის საქმით დამტკიცდა და გამოიცადა, რომ მისი მიზანი, სიტყვა და საქმე გამოხატულია რეალურ შედეგებში. მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2012 წელს საქართველოსთვის დიდი განსაცდელის, მიხეილ სააკაშვილის მოშორება იყო. შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა, ამას უძღოდა უამრავი საქმე და მისი გონივრული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics