03:26 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 20:48:11, 1187 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში

„გიორგი ჭიღვარია  ჩვენი გუნდის წევრია. ბევრი რამე გაკეთდა მისი მერობის პერიოდში და რასაკვირველია, ჩვენი საქმიანობის ინტენსივობა არ მოიკლებს ქუთაისში“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას მიერ თანამდებობის დატოვებას.

მისივე თქმით, გიორგი ჭიღვარიას მიმართ პრეტენზია არ არსებობს, მაგრამ თუ ცვლილება ხდება, ეს უნდა მოხდეს უკეთესობისაკენ.

„არსებობს ადამიანური ფაქტორი  და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბატონ ჭიღვარიას აქვს თავისი შეხედულებები, მისწრაფებები, გეგმები, მიზნები და  სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს, იქ გადაწყვიტა წასვლა. როგორც თვითონ აცხადებს, იგი აკადემიურ საქმიანობას მიუბრუნდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დღეს თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics