" />
11:37 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 19:43:49, 307 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთში განვითარებული პროცესები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის  მიმართ.

„საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში.

ამასთან, თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ  საქართველო თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული პროექტების ფარგლებში დაეხმაროს თბილისში, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს.

ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები.

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics