2020-04-07 12:37:32, 1459 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს
კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.
„საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,