|
2020-04-04 13:07:47, 1797 ნახვა
რეგიონი
ქუთაისის საველე სამედიცინო პუნქტებში მონიტორინგი ჩატარდა
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ქუთაისში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საგუშაგოებთან საველე სამედიცინო პუნქტების მონიტორინგი მიმდინარეობს. დღეს დილიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მთავარმა სამხედრო ექიმმა საველე სამედიცინო პუნქტები შეამოწმეს. ისინი ადგილზე დააკვირდნენ, თუ რამდენად დაცულია სამედიცინო უსაფრთხოების ნორმები საველე პუნქტებში და როგორ მიმდინარეობს სამხედრო ექიმების მიერ მოსახლეობის თერმოსკრინინგი. იმერეთის რეგიონში თავდაცვის ძალების მიერ 9 საკონტროლო-გამშვები პუნქტია მოწყობილი. თითოეულ საგუშაგოზე 3-კაციანი სამედიცინო ჯგუფია მობილიზებული, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ. პუნქტში ექიმი ხელმეორედ სინჯავს მოქალაქეს, სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს, ეძიება მის კონტაქტებს და მაღალი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდის. სამხედრო ექიმები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში 24-საათიან რეჟიმში, როტაციის წესით, ახორციელებენ. დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ თექვსმეტივე ძირითად საგუშაგოსთან არსებულ საველე სამედიცინო პუნქტთან მობილიზებულია ე.წ. ამბულანსიც, რომელიც როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედროების გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)