|
2020-04-03 17:59:31, 1913 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა დაიწყო
,,შემდეგი კვირიდან დაიწყება რესპუბლიკური საავადმყოფოს სატესტო ექსპლოატაცია. დაახლოებით 2 კვირის შიგნით მოხდება სრულად გამართვა ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს, ის შეძლებს მიიღოს დაინფიცირებული პაციენტები და გაუწიოს შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა“, - ამის შესახებ აჭარის მერმა თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის მზაობის შესახებ და მთავრობის მიერ გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებზე. თორნიკე რიჟვაძემ ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა უკვე დასრულებულია, დაწყებულია საავადმყოფოს აღჭურვა. კლინიკა დაინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის აპრილის თვის ბოლომდე მზად იქნება. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაში კერძო სექტორიც ჩაერთვება. ,,ამ ფონზე, ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი ინიციატივა კერძო სექტორისგან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კერძო სექტორის ეს ძალისხმევა, საუბარია კონკრეტულად აჭარაში მოქმედ ბიზნესებზე, გარკვეულწილად გაგვეერთიანებინა და მიგვემართა იმ საქმისთვის, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფექციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)